ჰოლანდიური ანსამბლი “მერანი” ქუთაისში
კონცერტს გამართავს. ანსამბლი 22 წევრისგან შემდგება და 22-ვე ჰოლანდიელია. ისინი მხოლოდ ქართულ მუსიკას ასრულებენ. მღერიან როგორც ქართული ტრადიციული ფოლკლორულ სიმღერებს, აგრეთვე ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილ უკვდავ ნიმუშებს.
ანსამბლი მხოლოდ 1 წელია რაც ამსტერდამში შეიკრიბა. “მერანი” პირველ ტურნეს საქართველოში მართავს.
კონცერტი ქუთაისში 26 ოქტომბერს, 18 საათზე, ოპერის თეატრში გაიმართება.