28 სექტემბერს ქუთაისის ოპერისა
და ბალეტის თეატრის წინ ღვაწლმოსილი სოლისტების, ნაირა კიკოლიაშვილის და რამაზ კუბლაშვილის ვარსკვლავები გაიხსნება. საზეიმო ღონისძიება 19 საათზე დაიწყება.
ნაიარა კიკოლიაშვილი 1977 წლიდან დღემდე არის ოპერის თეატრის სოლისტი -კოლორატურული სოპრანო, მას ნამღერი აქვს ისეთი კორიფეების გვერდით, როგორებიც არიან სახალხო არტისტები მედეა ამირანაშვილი, ნოდარ ანდღულაძე, თემურ გუგუშვილი, პაატა ბურჭულაძე.
მის მისერ შესრულებული საოპერო პარტიები ძალზე მრავალფეროვანია :
ზ. ფალიაშვილი “დაისი” – მარო
ზ. ფალიაშვილი “აბესალომ და ეთერი” – მარეხი
ვ. დოლიძე “ქეთო და კოტე” – ქეთო
ო. თაქთაქიშვილი “შერეკილები” – მარგალიტა
მ. ბალანჩივაძე “დარეჯან ცბიერი “- ცირა
ჩიმაროზა “საიდუმლო ქორწინება” – კაროლინა
მეიტუსი “ახალგაზრდა გვარდია” – კაროლინა
ბუკია “დაუპატიჟბელი სტუმრები” – თინა
როსინი “სევილიელი დალაქი” – როზინა
ჩაიკოვსკი “იოლანტა” – ბრიგიდა
ბიზე “მარგალიტის მაძიებლები” – ლეილა
ვერდი “რიგოლეტო” – ჯილდა
ვერდი “ტრავიატა” – ვიოლეტა
დონიცეტი ” ლუჩია დი ლამერმური” – ლუჩია
რამაზ კუბლაშვილი 1979 წლიდან დღემდე არის ოპერის თეატრის სოლისტი – ტენორი. ის არის საქართველოს სახალხო არტისტის, პროფესიონალი მომღერლის ვაჟა კუბლაშვილის ვაჟი. ყველა სპექტაკლში, რაც კი შესრულებულა ქუთაისის საოპერო თეატრის სცენაზე რამაზ კუბლაშვილი ყველგან წამყავნ პარტიას ასრულებს.
მის რეპერტუარშია: ზ.ფალიაშვილი “აბესალომ და ეთერი” -აბესალომი,
ზ.ფალიაშვილი “დაისი” – მალხაზი
ზ.ფალიაშვილი “ლატავრა” – გურამი
შ.მშველიძე “დიდოსტატის მარჯვენა” – არსაკიძე
ვ.დოლიძე “ქეთო და კოტე” – კოტე
ო.თაქთაქიშვილი “მინდია” – მინდია
ო.თაქთაქიშვილი “შერეკილები” – ერთაოზი
პ.ჩაიკოვსკი “ევგენი ონეგინი” – ლენსკი
პ.ჩაიკოვსკი ” იოლანტა” – ვოდემონი
დ. თორაძე “ჩრდილოეთის პატარძლი” – პუშკინი
ანდრიაშვილი “კაკო ყაჩაღი” – ზაქრო, მეურმე
ჯ. ვერდი “ტრავიატა” – ალფრედი
ჯ. ვერდი “რიგოლრტო” -ჰერცოგი
რ. ლაღიძე “ლელა” – ბერდო
მასკანი “სოფლის პატიოსნება” – ტურიდუ
ბიზე “მარგალიტის მაძიებელნი” – ნადირი
ნაირა კიკოლიაშვილი და რამაზ კუბლაშვილი 1999 წელს ერთდროულად დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით. ასევე ერთდროულად, 2018 წლის 22 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალის დასკვნით გალა-კონცერტზე მათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლესი ჯილდო “ხელოვნების ქურუმი” გადაეცათ.
28 სექტემბერს, ქუთაისის ოპერის თეატრის სცენაზე მათი შემოქმედებითი საღამო გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი მიირწებენ. დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი იქნება.