ქუთაისში გერმანული როკ ჯგუფის Brainwashed კონცერტი აღარ გაიმართება.
ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა „Positive Virus“ ავრცელებს.
ქუთაისში ნარკომანიის წინააღმდეგ კონცერტის გამართვა 25 სექტემბერს იყო დაგეგმილი. დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა ჭიათურასა და ხონშიც.
“იმის გამო, რომ გერმანულმა ჯგუფმა შეთანხმების პირობებს გადაუხვია, იძულებული ვხდებით დაგეგმილი კონცერტები გავაუქმოთ. ბოდიშს ვუხდით ყველა ქალაქს და ყველა მსმენელს შექმნილი უსიამოვნების გამო,”-ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალგაზრდული მოძრაობა „Positive Virus“ ნაკომანიის წინააღმდეგ სხვადასხვა აქტივობებს ხშირად მართავს.