“აიცა,ბაიცა!” – ქუთაისის მერია საბავშვო
ლექსების კრებულს დაბეჭდავს. კრებულის ავტორი ავთანდილ ყურაშვილია.
ტენდერი გამოცხადებულია და 124 გვერდიანი, 500 ცალი, წიგნის დასაბეჭდად 6 ათას 300 ლარია გათვალისწინებული.
სატნედერო დოკუმენტაციის მიხედვთ, წიგნს უნდა ჰქონდეს ფერადი გარეკანი, ფერადი იქნება შიდა გვერდებიც. ლექსებთან ერთად დასაბეჭდ ნახატებს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ქუთაისის მერია მიაწვდის.
გამოცემულ წიგნს უნდა ქონდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ლოგო და წარწერა: “გამოცემა დაფინანსებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ”.
სატენდერო წინადადებების მიღება დღეს დაიწყო და 27 აგვისტოს დასრულდება.