საქართველოს დამსახურებული არტისტის,
ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატის მარიკა სამანიშვილის ვარსკვლავს ქუთაისში 24 ივლისს გახსნიან. საზეიმო ღონისძიება მესხიშვილის თეარში 20 საათზე დაიწყება. მარიკა სამანიშვილი 1979 წლიდან მესხიშვილის თეატრის მსახიობია. მას შესრულებული აქვს ისეთი მნიშვნელოვანი როლები, როგორიცაა:
მარტირიო – გარსია ლორკა “ბერნარდა ალბას სახლი” (რეჟ. გ. ქავთარაძე).
თამარ შარვაშიძე – კ. გამსახურდია “ზარები გრიგალში” (რეჟ. ი. კაკულია).
კესო – ი. ჭავჭავაძე “ოთარაანთ ქვრივი” (რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი).
მერი – ლ. თაბუკაშვილი “ათვინიერებან მიმინოს” (რეჟ. ლ. სვანაძე).
ცირა – ნ. დუმბაძე “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (რეჟ. გ. ქავთარაძე).
ცეზონია – ა. კამიუ “კალიგულა” (რეჟ. ლ. სვანაძე).
კნეინა ჩიტუნია – შ. დადიანი “გიშინდელნი” (რეჟ. კ. გოგოლაშვილი).
ები – იუჯინ ო’ ნილი “სიყვარული თელებქვეშ” (რეჟ. ა. სახამბერიძე).
ელენე – ნ. სადღობელაშვილი “ბამბაზიის სამოთზე” (რეჟ. გ. სიხარულიძე).
ლაკი – ს. ბეკეტი “გოდოს მოლოდინში” (რეჟ. პ. მილორავა).
მართა – დ. კლდიაშვილი “დარისპანის გასაჭირი” (რეჟ. გ. სიხარულიძე).