ქუთაისში ვოკალური მუსიკის საღამო გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მოსკოვის დიდი თეატრის ახალგაზრდა სოლისტთა დასის წევრი გიორგი სტურუა, თბილისის საოპერო თეატრის სოლისტი ხათუნა ჭოხონელიძე, ქუთაისის საოპერო თეატრის სოლისტები ფერიდე ჯინჯიხაძე და ბაკურ კვირიკაშვილი მიიღებენ. კონცერტმაისტერია მეგი ჭანტურია.
“გადავწვიტე, ჩემს თავზე ამეღო ინიციატვია და ჩამეტარებინა კონცერტი. ყოველ ჩამოსვლაზე არის მომენტი, რომ მხვდებიან ნაცნობები, მეგობრები და მეკითხებიან კიდევ როდის შეიძლება შენი მოსმენაო. მე კიდევ თითქმის აქეთ აღარ ვარ და ბევრი ადამიანი მონაწილეობდა იმაში, რომ წარმატებას მიმეღწია. მინდა თითქმის ანგარიში ჩავაბარო მათ, რას ვაკეთებ იქ. გაიმართება ვოკალური მუსიკის საღამო, რომელსაც მინდა, რომ პერნამენტული სახე ჰქონდეს. შესრულდება საკმაოდ ცნობილიო ოპერებიდან ნაწყვეტები. ვერდის, ზაქარია ფალიაშვილის, რიმსკი-კორსაკოვის ოპერებიდან ნაწყვეტები, დუეტები, ტერცეტები. სერიოზული საკონცერტო პროგრამაა”,- განაცხადა რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში საუბრისას გიორგი სტურუამ.
ვოკალური მუსიკის საღამო 17 ივლისს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლაში 18 საათზე დაიწყება.