საზაფხულო კინოჩვენებების ფარგლებში,
ქუთაისის კულტურის ცენტრში ქართულ მხატვრულ ფილმს ” ქაჯანა” (1941წ.) აჩვენებენ.
დამდგმელი რეჟისორი: კ. პიპინაშვილი, მონაწილეობენ: თ. ამირანაშვილი, ლეილა აბაშიძე, ნატო ვაჩნაძე, სპარტაკ ბაღაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, ა. კავსაძე, დ. ძიგუა, ვახტანგ ნინუა და სხვები.
ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია და კინო-ვიქტორინა ფილმის შესახებ. გამარჯვებულს გაერთიანების სახელით სიმბოლური საჩუქრები გადაეცემა.
მისამართი: ხარაზოვის ბაღი – სოლომონ პირველის 46 ა
დასწრება თავისუფალია.
კინოჩვენებები 31 ივლისს დასრულდება.
საზაფხულო ჩვენებების მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ ” ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება “.