მხატვარმა ალეკო ლომაძემ ძველი ქართული ანბანი აბსტრაქტულ სტილში დახატა.
როგორც ხელოვანი ამბობს, მსგავსი ფორმით ანბანი მის გარდა ჯერ არავის წარმოუდგენია.
“ამ სტილში ანბანი ჯერ არავის დაუხატავს. მსოფლიოში მსგავსი არ არსებობს,”-ამბობს ალეკო ლომაძე.
ალეკო ლომაძე ოზურგეთში დაიბადა. მხატვარი საღებავებს დაფხვნილი ქვისა და წებოს შეზავებით ამზადებს. ლომაძე ერთ-ერთი მხატვარია, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევა აქვს. მისი დაწერილი ხატები საქართველოსა და საზღვარგარეთ სხვადასხვა ეკლესიაშია დასვენებული.
მხატვარმა საკუთარი ნამუშევრები ქუთაისელებსაც გააცნო. გასულ კვირაში, 6 ივლისს, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მხატვრის 200-მდე ნამუშევარი გამოიფინა, მათ შორის ქართული ანბანი.