“არენა დი ვერონას” სცენაზე წელს ორი ქართველი

ვარსკვლავი იმღერებს. ევროპაში მოღვაწე ბარიტონი გოჩა აბულაძე სამ სპექტაკლშია დაკავებული: “კარმენი” -ესკამილიო , “აიდა” – ამონასრო და “სევილიელი დალაქი” – ოფიცერი. 

სოპრანო ნინო მაჩაიძე კი 4 აგვისტოს  როსინის ოპერაში “სევილიელი დალაქი” მთავარ პარტიას შეასრულებს. მასთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობენ საოპერო სამყაროს ვარსკვლავები დიმიტრი კორჩაკი, ამბროჯიო მაესტრი, ლეო ნუჩი და ფერუჩიო ფურლანეტო.

სპექტაკლს მაესტრო დანიელ ორენი უდირიჟორებს, რომელიც თბილისის ოპერის თეატრის მოწვეული მუსიკალური დირექტორია. 

“არენა დი ვერონაზე” ქართველი ვარსკვლავების  გამოსვლის შესახებ რადიო “ძველი ქალაქი” ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *