“Check in Georgia”-ს ფარგლებში ფესტივალი
“ბაღია ჩვენი ქვეყანა” იმართება, რომლის ფარგლებშიც თბილისური ფოლკლორული ანსამბლები კონცერტებს რეგიონებში მართავენ 24 ივნისს ბაღდათის მუნიციპალიტეტის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლში მსმენელის წინაშე წარდგება ანსამბლი “ანჩისხატი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბაღდათის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი.
დასაწყისი: 17:00,დასწრება თავისუფალია.
ფესტივალი ხორციელდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით.
ფესტივალის ფარგლებში საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ექვსი თბილისური ანსამბლი ჩაატარებს კონცერტებს.
მონაწილეობენ ანსამბლები: ადილეი, ანჩისხატი, დიდგორი, იალონი, ნანინა, შავნაბადა
კონცერტები გაიმართბა მუნიციპალიტეტებში:ზესტაფონი, კასპი, ყვარელი, ბორჯომი, მცხეთა, ბოლნისი, საჩხერე, დუშეთი, ფოთი, წალენჯიხა, მესტია, სამტრედია, ქუთაისი, ბაღდათი, ცაგერი, ლენტეხი, ლანჩხუთი, ქობულეთი, ახალქალაქი, ონი, ამბროლაური, ჩოხატაური, ოზურგეთი, დედოფლისწყარო, ქედა, ბათუმი, გორი, თელავი, ხულო, შუახევი