49-ე სეზონი რევაზ ლაღიძის ოპერით”ლელა” დახურა. სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი – რევაზ ხურცილავაა, დამდგმელი რეჟისორი – ზურაბ ანჯაფარიძე, დამდგმელი მხატვარი – თემურ არსენიძე, დამდგმელი ქორეოგრაფი – ელგუჯა გუმბერიძე.
რევაზ ლაღიძის ოპერა მაია გაჩეჩილაძემ აღადგინა. თეატრალური სეზონის დასკვნით სპექტაკლში მონაწილეობა ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტებმა – ფერიდე ჯინჯიხაძემ, ბადრი სახამბერიძემ, ბაკურ კვირიკაშვილმა, კალისტრატე ხარჩილავამ, ნუცა ზაქაიძემ, ემილ ჩარგაზიამ, თეატრის გუნდა, ორკესტრმა, ქორეოგრაფიულმა დასმა მიიღო.
სპექტაკლს თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი უძღვებოდა.
ქუთაისის ოპერის თეატრმა წელს სეზონი ადრე დაასრულა. ამის მიზეზი სექტებერში დაგეგმილი საოპერო ფესტივალია. ახალ 50-ე სეზონს საფესტივალო განწობით დაიწყებს. თეატრი ოპერის მოყვარულებს კიდევ ერთ საჩუქარს უზადებს. საოპერპო ფესტივალს დახურავს და ახალ სეზონს “სოფლის ღირსება” გახსნის.
საოპერო ფესტივალისა და “სოფლის ღირსების” აღდგენის შესახებ ვრცელ მასალებს რადიო “ძველი ქალაქი” ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ.