ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

49-ე სეზონს 15 ივნისს 18 საათზე რევაზ ლაღიძის ოპერით”ლელა” დახურავს (დამდგმელი დირიჟორი – რევაზ ხურცილავა, დამდგმელი რეჟისორი – ზურაბ ანჯაფარიძე, დამდგმელი მხატვარი – თემურ არსენიძე, დამდგმელი ქორეოგრაფი – ელგუჯა გუმბერიძე, სპექტაკლი აღადგინა მაია გაჩეჩილაძემ). თეატრალური სეზონის დასკვნით სპექტაკლში ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები – ფერიდე ჯინჯიხაძე (ლელა), ბადრი სახამბერიძე (ბერდო), ბაკურ კვირიკაშვილი (გელა), კალისტრატე ხარჩილავა (შერგილი), ნუცა ზაქაიძე (მეზარე), ემილ ჩარგაზია (მლოცველი), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე), ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი მიიღებს მონაწილეობას . სპექტაკლს თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი წარუძღვება.

რით იყო გამორჩეული 49-ე სეზონი – ამის შესახებ თეატრის მთავარ დირიჟორს ვესაუბრეთ. დეტალები მოისმინეთ სიუჟეტში. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *