პარასკევს, 14:10-დან 16 საათამდე მოუსმინეთ ლადო ბურდულის, King Lado-ს აკუსტიკურ მუსიკას ცოცხალი შესრულებით, ტალღაზე FM 107,9 გადაცემაში „მთელი დღე“.

ლადო ბურდული : ქართველი მუსიკოსი, მსახიობი და წამყვანი.

ლადო  ბურდული არის ახალი ქართული მუსიკალური მოძრაობის ერთ-ერთი პიონერი.  პირველი პოპულარობა მან  1980-იანი წლები მოიპოვა. ლადომ დაამთავრა კონსერვატორია ბას გიტარის მიმართულებით.  მუშაობდა   თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჯანსუღ კახიძის ორკესტრში  ბასისტად. ის ახალი ქართული თანამედროვე მუსიკალური ეტაპის დამფუძნებელია, იყო „მეორე  არხის“ პროგრამის “ოკროს ბიბილოს” წამყვანი.

ლადო ბურდულმა 1993 წელს დააფუძნა  „ხელოვნების ფაბრიკა“  რომელიც მუშაობდა საქართველოს თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით (მუსიკა, მოდის, ვიდეო ხელოვნება).

1995 წლიდან ლადო ბურდული არის  კავკასიის როკ-ფესტივალის დამფუძნებელი.

ლადომ შეიქმნა არაერთი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა თანამედროვე მუსიკოსების, მხატვრებისა და ხელოვანების პოპულარიზაციას.

იგი ასევე არის კავკასიის მუსიკის ჯილდო “ფენიქსის” დამფუძნებელი 2012 წლიდან.

ლადო ბურდული გადაღებულია ქართულ მხატვრულ ფილმებში: „ბეღურების გადაფრენა“, „მე მოვედი“, „ადამიანთა სევდა“, „არსენას ლექსი“, „თეთრი დროშა“.

ლადო ბურდულს სცენები დაეთმო არაერთ უცხოურ ქალაქში : პარიზი, ბერლინი, ლონდონი, მოსკოვი, პრაღა, ვენა, ამსტერდამი და ა.შ.

მისი რევოლუციური ალბომი ჩაწერილია ჯგუფის „ლადო და რეცეპტთან“ ერთად. ლადოს  ქართული ალტერნატიული როკი და პანკ მუსიკა პოპულარობით სარგებლებს  საფრანგეთში, გერმანიაში, აშშ-ში და კანადაში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *