აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
multicat=50 “სახელოვნებო კვირეული” მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეთა თეატრალური დასის სპექტაკლი “დარისპანის გასაჭირი” გაიმართა. სპექტაკლში მონაწილეობას სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. თეატრალური დადგმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნესტან სივანაძემ გააკეთა.
“სპექტაკლზე სასწავლო პროექტის ფარგლებში ვმუშაობდით. როდესაც პროგრამულად “დარისპანის გასაჭირს” გავდიოდით მაშინ სწავლობდნენ თავიანთ როლებს. სკოლაში თებერვალში გვქონდა პრემიერა. შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ სადმე გაგვეტანა სპექტაკლი და შემოგვთავაზეს “სახელოვნებო კვირეულის” ფარგლებში გვეჩვენებინა დადგმა. დღევანდელი დღე კი არასოდეს დაავიწყდებათ ამ ბავშვებს”,- ამბობს პედაგოგი ნესტან სვიანაძე.
მოსწავლეების სამსახიობო ოსტატობა სასკოლო თეატრალური ფესტივალის ხელმძღვანელმა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა მარინა მარჯანიშვილმა
“მინდა გითხრათ, რომ ასეთი გულწრფელი თამაში მე არ მინახავს. თავისი პოზიციიდან ითამაშეს ბავშვებმა. მნიშვნელოვანია ბავშვების ასეთი ჩართულობა. თუ მსახიობები არა, არაჩვეულებრივი მაყურებლები გაიზრდებიან.”- განაცხადა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა მარინა მარჯანიშვილმა.
მან მოსწავლეების დასი სასკოლო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვია, რომელიც დეკემბერში გაიმართება. ფესტივალი წელს მეცხრედ ჩატარდება და მასში მონაწილეობას მოსწავლეების მიერ შემდგარი 30-მდე დასი მიიღებს.