“თეატრალური იმერეთის” ფარგლებში,  მაყურებლის წინაშე ბაქოს დამოუკიდებელი ახალგაზრდული თეატრალური დასი „C IXIS” წარსდგება.

მესხიშვილის თეატრის სცენაზე დასი  სპექტაკლს- “ბუფონადა”  წარმოადგენს.

სპექტაკლის რეჟისორი იმამ ჰასანოვია.

“ბუფონადა” დღეს, 18:30 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ თეატრალურ ფესტივალზე გუშინ  ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის დრამატული თეატრი წარსდგა.

“თეატრალური იმერეთი” 22 მაისს დაიწყო და 8 ივნისს დასრულდება. ფესტივალზე იმერეთის მუნიციპალიტეტებში არსებული თეატრები და მოწვეული დასები სხვადასხვა სპექტაკლს წარმოადგენენ.

ფესტივალის დასასრულს გამოვლინდება გამარჯვებულიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *