დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში გალა კონცერტის

მონაწილეები ცნობილია. 26 მაისს ქუთაისლებს დამოუკიდებლობის დღეს ჯგუფი “ეგარი”, ლაშა რამიშვილი, თიკა მახალდიანი და თორნიკე ყიფიანი ბენდით მიულოცავს. კონცერტი 20 საათზე დაიწყება.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში სხვადსხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. ტრადიციულად გაიმართება სამხედრო ტექნიკის გამოფენა.

კონცერტებითა და სხვადასხვა სპორტული აქტივობებით აღნიშნავენ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წელის იუბილეს იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *