ზ. ფალიაშვილის სახ. მემორიალურ სახლ–მუზეუმში მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დიდი ქართველი კომპოზიტორის მოღვაწეობას გაცნობოდნენ და მის მიერ შექმნილი ოპერებიდან არიები მოესმინათ. აგრეთვე , დაეთვალიერებინათ 1921 წლის საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტომასალა, გაცნობოდნენ ამ პერიოდის ქართველი გენერლებისა და ჯარისკაცების ფოტოებს.
ზ. ფალიაშვილის სახ. მემორიალური სახლ–მუზეუმის ხელმძღვანელობამ დამსწრე საზოგადოებას, მუზეუმის დაარსებიდან 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით , სიმბოლურად, მუზეუმის მიერ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების ანგარიშიც წარუდგინა. ღონისძიების ბოლოს, ა(ა)იპ “ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” ხელმძღვანელობისგან ზ. ფალიაშვილის სახლ–მუზეუმის ხელმძღვანელი მარინა სულაქველიძე კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის სიგელით დაჯილდოვდა. მას აგრეთვე, ფასიანი საჩუქრები და “აბესალომ და ეთერის” პარტიტურის უნიკალური გამოცემა გადაეცა.
აქციას “ღამე მუზეუმში” შეურთდნენ და ფალიაშვილის მუზეუმში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ოთარ ლორთქიფანიძე და ქალაქის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.