ქუთაისში, “თიბისი გალერეაში” გამოფენა “ფუნჯის მემკვიდრეები” გაიხსნა.

ფოიეში ახალგაზრდა მხატვრებისა და მაისურაძის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები გამოიფინა.

ქუთაისის მერიის კულტურულ გაერთიანება მმართველის მოადგილის ბაია კოღუაშვილის თქმით, გამოფენაზე როგორც პროფესიონალი, ასევე, ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრებია წარმოდგენილი. კოღუაშვილის თქმით, პროფესიონალმა მხატვრებმა ნახატები ქუთაისის, ხოლო ახალგაზრდებმა თავისუფალ თემებზე შეასრულეს. ნამუშევრებში ბაგრატის ტაძარი და რიონისპირა სახლებიც მოხვდა.

“გამოფენის სახელწოდება გვიჩვენებს, რომ ტრადიციები გრძელდება. ეს არის ორი თაობის შეხვედრა-ტრადიცია და ნოვატორობა. ახალგაზრდები ცნობილი მხატვრების გვერდით უნდა იზრდებოდნენ და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა,”-განაცხადა კოღუაშვილმა.

დამთვალიერებლები ახალ კატალოგსაც გაეცნენ, რომელშიც გამოფენაზე წარდგენილი ნამუშევრები შევიდა.

გამოფენა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ღონისძიება ა(ა)იპ “ქუთაისის კულტურულ, სახელოვნობო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” ორგანიზებით ჩატარდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *