“გვირლობის” ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ საბიბლიოთეკო კორპუსთან საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დიზაინისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის დეკორატიულ გამოყენებითი ქსოვილებისა და მოდელების გამოფენა, კალიგრაფიული ნამუშევრებისა და FabLab -ის სტარტაპების გამოფენა დაათვალიერეს. მოგვიანებით კი ფოლკლორული ანსამბლების “ადილასა” და “კოლხას” კონცერტს დაესწრნენ. კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი უნივერსიტეტს ქართულ-ებრაულ დეგაციასთან ერთად სტუმრობდა. მან უნივერსიტეტსა და ქალაქს “გვირილობის” დღესასწაული მიულოცა, “ისევ წვიმს” და ფეხბურთის ჰიმნად აღიარებული “დინამო, დინამო” შეასრულა.