ქუთაისში დათო ტურაშვილის საჯარო
ლექცია და გიორგი კეკელიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
სტუმრებმა ქუთაისელებს “გვირილობის” დღესასწაულიც მიულოცეს.
“ძალიან კარგ განწყობაზე ვარ. ვსაუბრობ ჩემს საყვარელ პოეტზე მაიაკოვსკიზე. ახალი თაობა მას ნაკლებად იცნობს,”-განაცხადა დათო ტურაშვილმა.
გიორგი კეკელიძემ ქუთაისელებს ახალი წიგნი “Lilos Angels” წარუდგინა. წიგნი 90-იან წლებსა და ავტორის ბავშვობას ეხება.
“ძალიან მიყვარს ქუთაისი და აქ ხშირად ვარ. მთავარია ის, რომ დღეს ეს ღონისძიება არა გადაჭარბებული ტაშ-ფანდურით, არამედ კულტურული აქცენტებით აღინიშნება. დიდი პატივია, რომ ამდენი ქუთაისელი დაინტერესდა ჩემი წიგნით,”-განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში “გვირილობის” დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.