“ექვთიმე ღვთისკაცის” ჩვენება თერჯოლაში თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ჩვენებას მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები, საჯარო სკოლების მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აუდიტორიას სიტყვით რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ მიმართა, მან ფილმის შექმნის იდეაზე, სირთულეებზე და მის ძირითად მესიჯებზე ისაუბრა. ექვთიმე თაყაიშვილის გმირობის ტოლფასი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
ფილმის დაწყებამდე მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძემ და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ფილმის შემოქმედებით ჯგუფს უმასპინძლეს. დაათვალიერეს სოფ. ძევრის ღირსშესანიშნაობები, სოფ. ჩხარში შალვა და პეტრე ამირანაშვილების სახლ-მუზეუმი. შალვა ამირანაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა ქართული განძის სამშობლოში დაბრუნებაში.