მესხიშვილის თეატრის მსახიობები
სპექტაკლით “DUPLET” ამჟამად ქუთაისელი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან. სპექტაკლი 12 აპრილს, 19:00 საათზე დაიწყება.
“DUPLET”-ის დამდგმელი რეჟისორი კოტე აბაშიძეა, რომელშიც დავით როინიშვილი, ზვიად სვანაძე და ელზა სულაძე მონაწილეობენ.
ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა აღნიშნული სპექტაკლით მონაწილეობა სარაევოს საერთაშორისო ფესტივალში მიიღო.
“DUPLET” ორმოქმედებიანი დრამაა და ორი მწერლის ვაცლავ ჰაველისა და ჰაროლდ პინტერის პიესებს აერთიანებს.