ფესტივალი 27 ივნისს ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში გაიმართება.

იმერული ოდის აივანზე მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების, ფერწერული ტილოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში თავიანთ რეპერტუარს იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლები წარმოადგენენ. გალა კონცერტზე ფოლკლორული ჯგუფი: ,,რეგიონი” იმღერებს. 

ნიკო ლორტქიფანიძის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდა. პროექტისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 63 816 ლარი გამოიყო.  სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ ჩუნეშში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და მუზეუმის ეზოში ამფითეატრის კაპიტალურ განახლებას გეგმავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *