ჭიათურაში, საშევარდნოზე, 24 თებერვალს
კლდეზე ცოცვის ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალი ტრაგიკულად გარდაცვლილი მთამსვლელის, ირაკლი გრამატოპულოს ხსოვნას მიეძღვნა.
ფესტივალში რამდენიმე კლუბთან ერთად, მონაწილეობას ჭიათურის მთამსვლელთა კლუბი ,,კარიანი კლდე” და მოყვარულები მთასვლელები იღებდნენ.
ღონისძიება საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და ირაკლი გრამატოპულოს ფონდის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
წყარო: ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია