ქუთაისში გუშინ “ექვთიმე ღვთისკაცი” ჩვენება გაიმართა.
ფილმის ჩვენება “კინო საქართველოში” ერთდროულად 4 დარბაზში მოეწყო. სეანსის დასრულების შემდეგ განხილვა გაიმართა. ნიკოლოზ ხომასურის ფილმი “ექვთიმე ღვთისკაცი” – საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის, ისტორიკოსის, არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლს გერმანიაში მოღვაწე ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს. გადაღებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ასევე პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა.
“შემიძლია დილამდე ვილაპარაკო. სავსე ვარ სიყვარულით. პირველ რიგში მინდა მადლობა მოვუხადო მთელ შემოქმედებით ჯგუფს, რომ ასეთი ლამაზი დღე აჩუქეთ ქალაქ ქუთაისს. ეს დღე ცხოვრებაში არავის დაგვავიწყდება. ყველზე დიდი ბედნიერება ისაა, რომ ბევრი რაღაცები ემთხვევა ჩემი და ექვთიმეს შორის. მეც გურული ვარ, ერთი სოფლიდან ვართ,24 წელი მეც ემიგრაციაში ვარ. ჩვენ ხომ ის ეკრანზე გავაცოცხლეთ და იმანაც გამაცოცხლა მე, რომ საქართველოში დამაბრუნა, თქვენთან შემახვედრა ბოლოს ქუთაისში 1985 წელს ვიყავი. ჩემი მეუღლე გასტროლებზე ჩამოვიყვანე. მანამდე კიდევს 1979 წელს აქ კიდევ იყო გასტროლები “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”. მაშინ იყო აი ეს ესიფორია ხალხის. იმდენი მაყურებელი იყო, როგორც დღეს.იმდენი მაყურებელი იყო, რომ მილიცია იდგა. მე დაგვიანებით მოვედიდა მილიცია მეც არ მიშვებდა. დარაბებიდან ექვთიმემდე მართლაც რთული გზა იყო.გზა ნოსტალგიის, გზა დარდის, გზა საბოლოოდ გამარჯვების. ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ. შეიძლება რაღაცებში არ დაგვეთანხმოთ, მაგრამ იმაში არ დაგვეთანხმებით,რომ ამ ფილმში გული და სული არ ჩავდევით. პირადად ვირებ პასუხისმგებლობას,რომ თუ ჩვენ ეს ფილმი შიშველი ხელებით გავაკეთეთ, ამაში ყველაზე დიდი გმირი ნიკოლოზ ხომასურიძეა. ამას ვერცერთი ვერ შეძლებდა”,- განაცხადა ექვთიმეს როლის შემსრულებელმა რეზო ჩხიკვიშვილმა.