მესხიშვილის თეატრის წინ წინასაპრემიერო პრომო აქცია მოეწყო.
“იქ, სადაც ჩემი სახლია”-ს მსახიობებმა შენობის წინ Street Art-ის ჟანრში პრემიერის სახელწოდების ფერადი წარწერები გააკეთეს.
სპექტაკლი ყოფითი კომედიაა, რომელიც ყველა თაობის ქართულ მენტალობასა და იმ სოციალურ პრობლემაზე გვიყვება, რომლებიც ნებისმიერ ოჯახსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას აწუხებს.
პიესა ლალი კეკელიძეს ეკუთვნის, რომელიც რეჟისორმა კახა გოგიძემ ერთმოქმედებიან კომედიად დადგა.
კახა გოგიძისთვის აღნიშნული სპექტაკლი მესხიშვილის თეატრში პირველი სარეჟისორო ნამუშევარია.
სპექტაკლი 6 და 7 თებერვალს, 19:00 საათზე დაიწყება. ნამუშევრის ჩვენება თებერვლის თვეში ხუთჯერ მოეწყობა.