საქართველოს პარლამენტის ინიციატივით
მესხიშვილის თეატრში ბავშვებისათვის საახალწლო სპექტაკლი გაიმართა.
“სათაგურს” იმერეთის რეგიონის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისა და დღის ცენტრების ბენეფიციარებიც ესწრებოდნენ.
“წლის საუკეთესო მოვლენაა, როდესაც ბავშვებთან ერთად შეგვიძლია დავემშვიდობოთ ძველ წელს და ახალი მოლოდინებით შევხვდეთ დამდეგს. ბავშვები ჩვენი საზოგადოების ყველაზე ძვირფასი ნაწილი არიან. მინდა, მათ წარმატებული, ლაღი და ხალისიანი 2018 წელი ვუსურვო,”-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.
მესხიშვილის თეატრის დირექტორის სულხან გოგოლაშვილის თქმით, ბავშვებისათვის მსგავსი ღონისძიების მოწყობა მნიშვნელოვანია. მისივე განმარტებით, ღონისძიებას კარგი შედეგი მოაქვს როგორც ბავშვებისთვის, ასევე თეატრისათვის.
“საქართველოს პარლამენტი ბავშვებს ამ ღონისძიებით ახალ წელს ულოცავს. სპექტაკლში ადგილობრივი მსახიობები მონაწილეობენ,”-განაცხადა გოგოლაშვილმა.
ღონისძიება მესხიშვილის თეატრში ყოველწლიურად იმართება.