ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელს საახალწლო და საშობაო ზღაპრებს შესთავაზებს.
საახალწლო სპექტაკლების ჩვენება თეატრში 21 დეკემბრიდან დაიწყება.
მაყურებელი ერთმოქმედებიან საახალწლო ზღაპარ “ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალსა” და საშობაო ზღაპარ “სათაგურს” იხილავს.
რეჟისორ კოტე აბაშიძის “ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალის” ჩვენება 21 დეკემბერს 17:00 სთ-ზე, 29-ში 19:00 სთ-ზე, ხოლო 30-ში 14:00 სთ-ზე გაიმართება.
რაც შეეხება “სათაგურს”, რეჟისორ ოთარ ბაღათურიას საშობაო ზღაპარის ნახვას მაყურებელი 27 და 28 დეკემბერს 19:00 სთ-ზე შეძლებს.
ბილეთების შეძენა თეატრის სალაროშია შესაძლებელი.