ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული
თეატრი სპექტაკლს -“ცხოვრება იდიოტისა” უმასპინძლებს.
თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის თეატრი ქუთაისს 30 ნოემბერს ესტუმრება.
“ნამუშევარი ქუთაისში პირველად დაიდგმება. სპექტაკლი ძალიან საინტერესო რეჟისორმა, დავით დოიაშვილმა გააკეთა, სადაც მოცემულია იმ ადამიანის ისტორია, რომელიც აბსოლიტურად გულგრილია მის გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ,”-განაცხადა თეატრალური სააგენტოს მენეჯერმა მაია პაქსაშვილმა.
სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილებას მსახიობები: არჩილ სოლოღაშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, ბუბა გოგორიშვილი, იმედა არაბული, ნინო მითაიშვილი და ნანა ბუთხუზი მიიღებენ.
“ცხოვრება იდიოტისა”-ს მაყურებელი თეატრის დიდ სცენაზე იხილავს.