ქუთაისში, ახალი წლის ღამეს,
გალა კონცერტში მონაწილე მუსიკალური შემსრულბელების შესახებ, ყოველ წელს, აზრთა სხვადასხვაობაა. წელს ქუთაისის მერიის კულტურის განოფილებამ გადაწყვიტა, მუსიკალური ჯგუფები, გამოკითხვის შედეგად შეარჩიოს. რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას, კულტურის სამსახურში განმარტეს, ეს გადაწყვეილება იმიტომ მიიღეს, რომ მსმენელი უკმაყოფილო არ დარჩეს.
“კულტურის განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება რომ მოქალაქეებს დაუსვას კითხვა ჩვენი განყოფლების facebook გვერდზე, თუ რომელი მუსიკალური ჯგუფის მოსმენა სურთ ახალ წელს.ეს გადაწყვეტილება წინა წლებიდან გამომდინარე მივიღეთ, რომ არ დარჩნენ უკმაყოფილო, როგორც მსმენელები ასევე მუსიკალური ჯგუფების წამრმომადგენლები. შევჯერდებით ამ გამოკითხვის შემდეგ”,- ამბობს მერიის კულტურის განყოფილების სპეციალისტი ელეონორა გოგოლაშვილი.
2017 წლის დადგომა ქუთაისელებს ჯგუფმა “არა”-მ და მეგი გოგიტიძემ მიულოცეს.