ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეს საჩუქრები გადასცა.
ნანა გორგოძემ ამერიკაში, ნიუ-იორკში, ჯ. გერშვინის სახელობის III საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა.
შოთა მურღულიამ მოსწავლის გამარჯვება პედაგოგს ანჟელა დოლაბერიძესაც მიულოცა.
ნანა გორგოძე კონკურსში საქართველოდან მონაწილე შემსრულებლებს შორის საუკეთესოდ დასახელდა და მან I ადგილი, I პრემია დაიმსახურა.
გორგოძე დეკემბრის თვეში მონაწილეობას მიიღებს კონცერტში, რომელიც კარნეგი ჰოლშია დაგეგმილი.