23 ნოემბერს, ქუთაისში,
გოგი დოლიძის ხსოვნის საღამო გაიმართება. ღონისძებას “ისევ მტკივა მორჩენილი იარა” ორგანიზებას საქართველოს მთავრობა, ქუთაისის მერია უწევს.
კონცერტში მონაწილეობას ანსამბლი “ქართული ხმები”, დათო ნოზაძე, ნეკა სებისკვერაძე, ნათია პერანიძე, აჩიკო ნიჟარაძე, მერაბ ვარდოსანიძე, ბექა ბანძელაძე,ელეონორა გოგოლაშვილი, ეკა აბულაძე, ნინო ბირკაია, გიგა და ნინო მიქაძეები, ირაკლი სირბილაძე, გიორგი ჭიალაშვილი, მარიკა ოსიტაშვილი და ბექა ფირცხალაიშვილი მიიღებენ.
საღამოს ნია ბახტაძე წარუძღვება.
გოგი დოლიძის ხსოვნისადი მიძღვნილი საღამო მესხიშვილის თეატრში 19 საათზე დაიწყება.