ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის
ოპერისა და ბალეტის თეატრში ,,ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი” გაიხსნა.
ფესტივალი საბალეტო სკოლების წამყვანმა სოლისტებმა გახსნეს. საღამოს საქართველოს პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძე, იმერეთის გუბერნატორი, ვიცე გუბერნატორი და ქალაქის მერი დაესწრნენ.
ირმა ნიორაძის თქმით, ქუთაისში ქორეოგრაფიული ფესტივალის ჩატარება რეგიონში ბალეტის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.
საერთაშორისო ფესტივალში ქორეოგრაფები 7 ქვეყნიდან მონაწილეობენ. საუკეთესოებს სპეციალური ჟიური გამოავლენს.
ფესტივალი ორი დღე გაგრძელდება.