27 ოქტომბერს ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიხსნება.
ფესტივალის დამფუძნებელი,ორგანიზატორი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრია. მასში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით 15-მდე საბალეტო სტუდია იღებს.
სტუმრები უკვე ჩამოვიდნენ საზღვარგარეთიდან. ფესტივალში მონაწილეობას საბალეტო სტუდიები ესტონეთიდან, ლიტვიდან,პოლონეთიდან, გერმანიიდან, ლიტვიდან იღებენ და ისინი უკვე ქუთაისში არიან.
“ფესტივალის მთავარი ამოცანაა ქორეოგრაფიული დარგის პოპულარიზაცია, მონაწიელობს გერმანიის , იტალიის, ესტონეთის ლატვიის, ჩეხეთის სოლისტები, ასევე ჩართულია საქართველოს მაშტაბით წამყავნი საბალეტო სტუდები. ფესტივალის სპეციალური სტუმარია ირმა ნიორაძე, მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი, ჟიურის თავდჯომარეოა ანა ლეჟავა – ამერიკაში გაეროს ახალგარზდულ საკითხებში წარმომადგენელი და ბალერინა, საქართველსო სახალხო არტისტი – მაკა მახარაძე, ფესტივალის ლოგო საჩუქრად გადასცა ფესტივალს მურაზ მურვანიზემ”, – განაცხადა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ.
ფესტივალი ოპერის თეატრში ხვალ 18:00 გაიხსნება და 29 ოქტომბერს დასრულდება.