ხელოვნების ცენტრის დაცვის თანამშრომელი ამბობს. რომ ღონისძიება არ ჩატარდება, გადაიდო. კონკურსში მონაწილეები და სტუმრები ორგანიზატორებს ვერ უკავშირდებიან. ამავეს ამბობენ ხრლოვნების ცენტრის თანამშრომლებიც.
“3 სათზე ჩამოგვიყვანეს. გვითხრეს გაისეირნეთ და 7საათემდე მოდითო. მოვედით და გვითხრეს არ ტარდებაო.
ახლა არ ვიცით რა უნდა ვქნათ.” _ ამბობენ ბათუმში ჩამოსული სტუმრები. სტუმრების ნაწილი სხვადასხვა რაიონებიდან თავად ჩამოვიდნენ. ორგანიზატირებს კონკურსის მონაწილეები ამ დრომდე ელოდებიან. ღონისძიებაზე დაახლოებით 200-მდე სტუმარია დაპატიჟებული. კონკურსის ორგანიზატორი საქართველოს ეროვნული ფონდია. ანა ჯიქია