საკრებულო სხდომაზე მხარი დაუჭირეს ქუთაისის პანტომიმის ახალგაზრდულ
თეატრ “დუემის-სთვის” შენობის გადაცემის საკითხს.
პანტომიმის თეატრს ქონება 30 წლიანი იჯარით გადაეცა, რომლის წლიური საიჯარო ქირა 13 020 ლარს შეადგენს, თუმცა თეატრი აღნიშნულ თანხას ხელშეკრულების ხელისმოწერიდან, 2 წლის შემდეგ გადაიხდის.
საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ ბრეგაძე აცხადებს, რომ ზოგ შემთხვევაში ქუთაისის მერია შენობებს სხვადასხვა ორგანიზაციას უსასყიდლოდ გადასცემს, ხოლო თეატრს რომელსაც თითქმის შემოსავალი არ ააქვს, როგორ შეძლებს იჯარის გადახდას.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ აღნიშნა, რომ თეატრი კერძო საკუთრებაა და იჯარის გარეშე ვერ მოხერხდებოდა შენობის გადაცემა.