ზაფხულის საღამოების ფარგლებში მოსწავლე

 

ახალგაზრდობის პარკში პოეზიის საღამო მოეწყო. მასში მონაწილეობა უფროსი, საშუალო და უმცროსი ასაკის თაობის შემოქმედებმა მიიღეს.

“ეს ღონისძიება ტარდება ზაფხულის საღამოების ფარგლებში ტარდება. 3 თაობის ქუთაისელი პოეტები შევკრიბეთ. სხვადასხვა გემოვნების ადამიანები არიან. ზოგს პოეზია უყვარს, ზოგს კლასიკური მუსიკა, ზოგს სიმღერა, ცეკვა და ამიტომ ვცდილობთ ზაფხულის საღამოები ყველაზე იყოს მორგებული და ვინც ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას მათთვის რომ საინტერესო იყოს ქალაქში კულტურული ცხოვრება”,- განაცხადა კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ მაია მურუსიძემ.

საღამო საინტერსო აღმოჩნდა თავად პოეტებისთვისაც.

“ძალიან ნაკლებად ეწყობა პოეტური შეხვედრები. ამის მიზეზები ალბათ ერთად უნდა ვეძებოთ. ვფიქრობ, რომ სულ ჩაქრა პოეტური პულსი ქუთაისში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი იწერება. იწერება, მაგრამ შეხვედრები, კომუნიკაცია ძალიან ცოტაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორმატის საღამოები და ალბათ სხვა ფორმატისაც, რომელიც ვიმედოვნებ, რომ გვექნება”, – განაცხადა პოეტმა ნანა გასვიანმა.

ზაფხულის საღამოების ფარგლებში, რომელსაც ქუთაისის მერია აწყობს, კიდევ რამდენიმე ღონისძიება უნდა გაიმართოს. ზაფხულის საღამოები 15 სექტემბერს ფერების ფესტივალით დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *