23-25 ივნისს ქუთაისის მერიის ორგანიზებით საგანმანათლებლო-შემეცნებითი ექსპედიცია
საქართველოს ისტორიულ მხარეში ტაო-კლარჯეთში, სახელწოდებით “ბაგრატიდან ტაომდე” შედგა.
პროექტის განხორციელება დაიწყო 2015 წელს ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ძველი ნაქალაქარი ტერიტორიის გასუფთავებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტებმა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
ექსპედიციაში ახალგაზრდეთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი შალვა კირთაძე და ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან კუპრაშვილი, მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი და ოცდამეათე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე.
ექსპედიციის მონაწილეებს ბოლო დღეს შეუერთდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი შოთა მურღულია.
ქალაქის მერმა ახალგაზრდებთან ერთად დაათვალიერა რამდენიმე ისტორიული კომპლექსი და სამომავლოდ მზადყოფნა გამოთქვა მსგავსი სამეცნიერო ღირებულების მქონე პროექტების მხადრაჭერისთვის.
სამწლიანი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება შემოდგომაზე, როდესაც ახალგაზრდები რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოადგენენ ნაშრომებს ბაგრატისა და ტაო-კლარჯეთში მონახულებული ეკლესია-მონასტრების შესახებ.