ქუთაისში ცისფერყანწელების ქუჩა ისტორიულ
უბანში მდებარეობს.
რადიო “ძველი ქალაქისათვის” მოწოდებული ინფორმაციით ამ ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლებია შემდეგი:
ცისფერყანწელების ქ. №9 – XXს. დასაწყისი
პუშკინის ქ. №1/ცისფერყანწელთა ქ. №1 – XIXს. II ნახ.
ცისფერყანწელთა ქ. №3 – XIXს. II ნახ.
ცისფერყანწელთა ქ. №7 – XIXს. II ნახ.
ამავე ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს :
ცისფერყანწელების ქ. №6 – პირველი საჯარო სკოლის შენობა – XIX ს. დამლევი
ცისფერყანწელების ქ. №8 – იმერეთის მეფეთა სასახლე “ოქროს ჩარდახი” – გვიანი შუა საუკუნეები
ცისფერყანწელების ქ. №13/პუშკინის ქ. №1 – №1 ბავშვთა პოლიკლინიკა – 1900 წ.
ცისფერყანწელების ქ. №7 – კინოთეატრი “რადიუმი” – 1911 წელი
ქუჩა დანომრილი არ არის, შესაბამისად კონკრეტულად რომელი საცხოვრებელი შენობა, რომელი ნომერი და საუკუნისაა ძნელი გასარჩევი აღმოჩნდა, თუმცა ადგილობრივებთან საუბრით რამდენიმე მათგანის დაზუსტება მოხერხდა.