ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ იუბილარ მხატვრებს
დღეს ქუთაისის მერიაში უმასპინძლა.
შოთა მურღულიამ მხატვართა კავშირის წევრ მხატვრებს სიგელები და ფულადი ჯილდო თითოეულს 1200 ლარი გადასცა.
” ჩვენ ყოველწლიურად გადავცემთ სამადლობელ წერილებს და ფულად ჯილდოებს მხატვრებს. დღეს დავასაჩუქრეთ ადამიანები, რომლებსაც უსრულდებათ მრგვალი თარიღი. ასევე ჩვენ ვცდილობთ ყოველწლიურად ამ ადამიანების პერსონალურ გამოფენებს ორგანიზება გავუწიოთ,”-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.