ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის და ქუთაისის მერიის ერთობლივი პროექტის მიხედვით, პარკის ტერიტორია 8 000 კვ-მ დაწნეხილი და დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. “პარკის ტერიტორიაზე განთავსდება მოსასვენებელი სკამები და ურნები. სამუშაოები ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. პარკის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნახევარ მილიონი ლარის ღირებულებისაა, რომელიც ივლისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს”,- აღნიშნულია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *