გვირილობის დღესასწაულთან დაკავშრებით
ქუთაისში გიმნაზიელმა გოგონებმა ტრადიციულად მოქალაქეებს გვირილები დაურიგეს და ამ ფორმით მათ ქალაქის დღესასწაული მიულოცეს.
გვირილობა (თეთრი გვირილის დღე) ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარებისა და სოლიდარობის დღე იყო. პირველი გვირილობა 1908 წელს შვედეთში აღინიშნა.
ქუთაისში, ქალაქის დღის აღნიშვნას საფუძველი XX საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა. მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდა გოგოები ქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. გიმნაზისტ გოგოებს წინ, ვექილ ჩიქოვანის მეუღლე, სილამაზის დედოფლად აღიარებული საშა ჩიქოვანი მიუძღოდა.
ქუთაისელი გიმნაზიელი გოგონებისგან დღეს გვირილები ქუთაისში სტუმრად მყოფმა დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნლებმა შეიძინეს. თანხა “სოლიდარობის” ფონდში გადაირიცხება.