ქუთაისში “გვირილობის” აღინიშვნა
ბაგრატის ტაძრიდან, ქუთაისის დალოცვით დაიწყო. საზეიმო პარაკლისი ქუთათელ- გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ გადაიხადა. ბაგრატის ტაძარში, უცხოელ სტუმრებთან ერთად ქუთაისის მერი შოთა მურღულია , იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.
ამ წუთებში კი ქალაქი მერი დიპლომატიურ კორპუსს მასპინძლობს. 12 ის ნახევარზე კი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსი “გვირილობა 2017” დაიწყება. დღის განმავლობაში ქალაქში სხვადასვხა სახის გასართობი, სპორტული ღონისძიბების ნახვა და გამოფენების დათვალიერება შეგიძლიათ. ტრადიციულად ქუთაისობას აღნიშნება მუხნარის ტყეში. 14:00-დან დღის განმავლობაში, იმერეთის რაიონების შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი გაიმართება.
სხვადახვა ღონისძიბებებს დღეს 21 საათზე გალა კონცერტი დაასრულებს. ცენტრალური მოედანიზე მოწყობილ სცენაზე ჯგუფები “ურსა” და “რეზო და ბავშვები” იმღერებენ.
ღონისძიებები 3 მაისსაცაა დაგეგმილი.