“გვირილობას” ქუთაისს ჯგუფი
“რეზო და ბავშვები”, “ურსა” და DJ Zapa მიულოცავენ. გალა-კონცერტი ცენტრალურ მოედანზე 21 საათზე დაიწყება. 2 მაისს ქუთაისში დღის განმავლობაში სხვადასხვა კონცერტია დაგეგმილი. 21 საათზე როძევიჩის ქ. #2-ში სკოლა ლამპართან “ლამპარი” DJ EDO-ს მოსმენა იქნება შესაძლებელი. 19 საათზე ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სარეკლამო ვიდეორგოლის პრეზენტაცია და კონცერტი გაიმართება მესხიშვილის თეატრში,14 სათიდან დღის განმავლობაში, იმერეთის რაიონების შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტის ნახვა მუხრანის ტყეში იქნება შესაძლებელი.12:30 საათზე კი “გაცოცხლებული დები იშხნელები” ცენტრალურ ბაღში- მოსწავლეები შეასრულებენ მუსიკალურ ნომრებს დები იშხნელების რეპერტუარიდან.
ეს რაც შეეხება მუსიკალურ ნაწილს. გარდა ამისა ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.