ქუთაისიდან საქართველოს ისტორიულ კუთხეში
40 პირი 3 დღით გაემგზავრება. ტაო-კლრჯეთში ისტორიული ძეგლების დასუფთავების მიზნით 2015-2016 წლებში შექმნილი ბანაკის მონაწილეები გაემგზავრებიან. სამეცნიერო-შემეცნებითი ექსკურსიის მოსაწყობად ქუთაისის მერიამ 10 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ექსკურსია 2017 წლის 22-24 ივნისს უნდა მოეწყოს. მიმართულება ასეთია : ქუთაისი-ვალე-არდაგანი-ართვინი-იუსუფელი-თორთუმი-ყარსი-არდაგანი-ვალე-ქუთაისი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ექსკურსიის მონაწილეები 3 დღის განმავლობაში ისტორიული ძეგლებს: არდაგანის ციხეს, შავშეთის ციხეს, ტბეთს, ხანძთს, ასიზას ციხეს, არტანუჯს, ართვინის ციხეს, ოშკს, იშხანს, ოთხთას, კავკასიძეების ციხეს, ხახული, ხახულის ციხესა და ბანას მოინახულებენ. (მარშუტი შესაძლებელია დაკორექტირდეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მონაწილეებს ისტორიულ ძეგლებამდე მისასვლელად არ უნდა მოუწიოთ მაქსიმუმ 200 მეტრზე მეტის ფეხით გავლა.)
ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურება უნდა განხორციელოს უსაფრთხო და კომფორტული 2 მიკროავტობუსის საშუალებით; მიკრო ავტობუსები აღჭურვილი უნდა იყოს გათბობა/გაგრილების გამართული სისტემით; მაცივრით (პროდუქტების შესანახად),ქარხნული საბარგულით მიკროავტობუსის სალონში, ტრანსპორტირების დროს დაცული უნდა იყოს ყველა უსაფრთხოების ნორმა. მგზავრთა ტევადობა ტექნიკური პასპორტის მიხედვით 20+1, სატრანსპორტო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორის სტანდარტებით დადგენილ ნორმებს.
აგრეთვე უნდა იყოს ქართულ ენაზე გამართულად მოსაუბრე გიდი, რომელსაც სრულყოფილად ეცოდინება ყველა ისტორიული ძეგლის ისტორია. მუზეუმის ბილეთების ღირებულებას ,,შემსყიდველი” აანაზღაურებს პერსონათა ფაქტიური რაოდების მიხედვით, მხოლოდ იმ მუზეუმების მონახულებისთვის სადაც შესვლა ფასიანია. ექსკურსიის მონაწილეები უნდა დაბინავდნენ სასტუმროში 2 ღამით იუფეველში. ,,მიმწოდებელმა” კვებით მომსახურება უნდა უზრუნველყოს დღეში ორჯერ, საუზმის და ვახშმის სახით ადგილობრივი სამზარეულოს ტრადიციების გათვალისწინებით, საკვები პროდუქტი უნდა იყოს ახალი და ვადა შეესაბამებოდეს ვარგისიანობის ვადას, წყალი და წვენი უნდა იყოს ცივი, კვებითი მომსახურება ანაზღაურდება შემსყიდველის მხრიდან ექსკურსიის მონაწილე პერსონათა ფაქტიური რაოდენობის შესაბამის თანხაზე.
სატენდერო წინადადებების მიღება 19 აპრილს იწყება და 21 აპრილს მთავრდება.