კულტურის სამინისტრო თავის სისტემაში
შემავალ თეატრებში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. აქვეა მოცემული თითოეულ ინსტიტუციაში დასაქმებული მსახიობების საშუალო ხელფასი. სამინისტროს მონაცემებით, ქუთაისში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრიში საშუალო შრომის ანაზღაურება 499 ლარია, ხოლო მსახიობების საშუალო ანაზღაურებაა 441 ლარი. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრში შრომის საშუალო ანაზღაურება 348 ლარია, ხოლო მსახიობის საშუალო ანაზღაურება 320 ლარი. რეგიონული თეატრებიან ყველაზე მცირე საშუალო ანაზღაურება 250 ლარი გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრს აქვს, ამავე თეატრშია მსახიობის საშუალო ანაზღაურება ყველაზე ცოტა 230 ლარი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სისტემაში რეგიონების სულ 17 თეატრი შედის. მათი საშუალო შრომის ანაზღაურება 476 ლარია, ხოლო მსახიობის საშუალო ანაზღაურება 462 ლარი.