აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ქართული ენის
დღისადმი მიძღვნილი კვირეული ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცით დასრულდა. სტუდენტებმა სცენიდან კიდევ ერთხელ გააჟღერეს, რომ ქართული ენის სიწმინდის დაცვა მნიშნელოვანი და აუცილებელია. მათ გურულ დიალექტზე “ვეფხისტყაოსნის” ინსცენირებაც მოაწყვეს. შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი ფოლკლორული სიმღერები.
ღონისძიების დასასრულს დაჯილდოვდნენ კვირეულის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული სტუდენტები.
კონკურსში “ვინ უკეთ წერს” კომპეტენტურმა ჟიურმა გამოავლინეს სამი გამარჯვებული: I ადგილი – ბექა ფოცხვერია (ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II ადგილი – ნინო ხუსკივაძე (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი,) III ადგილი – ირმა ძნელაძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,);
ვიქტორინაში “თუ დაივიწყე ენა ქართული!..” რომელიც წელს მეცხრედ ჩატარდა, მონაწილეობდა 11 გუნდი. პირველი ადგილი დაიკავა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის გუნდმა “უბრჯგუ”;
მეორე ადგილზე გავიდა გუნდი “ხომლი”, მესამეზე კი – ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი “სინონიმები”.
“სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებული კვირეული დასრულდა ჩვენს უნივერსიტეტში. კვირეული საინტერსოდ წარიმართა და სტუდენტებმა ასევე საინტერესო ღონისძიება წამოადგინეს. ქართული ენისადმი ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად დასაფასებელია. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, ენის მიმართულებას, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს, ყველა იმ სტუდენტს, რომელიც ჩართული იყო ამ ღონისძიებებში”,- განცხადა სასწავლებლის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ.
ღონისძიებების ორგანიზატორები იყვნენ: აწსუ ადმინისტრაცია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი, სტუდენტთა საენათმეცნიერო წრე და სტუდენტური თვითმმართველობა.