კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით,
საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა კამლაძე,თანაბარი ჩართულობის ცენტრის დამფუძნებელი ანა ლორთქიფანიძე და პოეტი ნათია ჯიმშელეიშვილი პოლონეთში იმყოფებოდნენ.მათ შეხვედრები პოლონეთის რამდენიმე ქალაქში სამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს.
ქართული დელეგაციის წევრები ქალაქ სოპოტის მერს,იაცეკ კარნოვსკის შეხვდნენ.მხარეებმა პოლონელი მხატვრის,სტანისლავ პოპლავსკის საიუბილეო წელთან დაკავშირებით ახალგაზრდა ქართველი მხატვრების პოლონეთში ვიზიტის შესაძლებლობები განიხილეს.
“ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები ,სადაც პოლონელი და ქართველი მხატვრები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ,”-ამბობს შალვა კამლაძე.
მიმდინარე წელს ქუთაისს პოლონეთიდან რამდენიმე ახალგაზრდული დელეგაცია ეწვევა.