ქუთაისში ჩრდილების თეატრის წარმოდგენები
გაიმართება. წარმოდგენები პროექტის ,,ჩრდილების თეატრის წარმოდგენები გენდერული თანასწორობის პროპაგანდისათვის” ფარგლებში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 ათას 390 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 26 მარტს იწყება და 31 მარტს მთავრდება.
ინფორმაციას, კონკრეტულად როდის და სად გაიმართება ჩრდილების თეატრის წარმოდგენები ქუთაისში ამას რადიო “ძველი ქალაქი” მოგვიანებით მოგაწვდით.