სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების სასრეაბილიტაციო -სასტუმრო სახლის მშენებლობაში ქუთაისი ჩაერთო. ქალაქშ რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. ერთ-ერთი ზვიად ბოლქვაძის კონცერტი იყო. 17 დეკემბერს კი საშობაო ბაზრობა მოეწყო. საქვემოქმედო აქციაში მოქალაქეებტან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელებიც ჩაერთვნენ. სსაქვემოქმედო აქციას რადიო “ძველი ქალაქიც” შეუერთდა. “მიხარია, რომ პირველი ქუთაისი ჩაერთო ამ აქციაში. დღეს ბარბარობა დღე არის . მთელი საქართველო ზეიმობს. ყველამ ვიცით, რომ უნდა დავიბედოთ რაიმე კარგი. მოდით, დავიბედოთ სიკეთე და დავეხმაროთ ბავშებს ამ სახლის აშენებაში. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო გვერდით დგომისთვის, ასევე რადიო “ძველ ქალაქს” ,- განაცახადა მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა მირანდა კუპრავამ.
საქვემოქმედო ღონისძიებებიდან შემოსული თანხა ბერია ანდრიას ფონდში გადაირიცხება.